კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები კოლეჯ „აისში“ განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას და პრიორიტეტებს გაეცნენ
 
 2 ივლისს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას და პრიორიტეტებს გაეცნო, რომელიც მთავრობის წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარუდგინა. პრეზენტაცია მოიცავდა სკოლამდელ აღზრდას, სასკოლო განათლებას, უმაღლესი და პროფესიული სწავლების სტრატეგიული განვითარების გზებს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა მსჯელობა განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების, მიმდინარე რეფორმის შესახებ.
 
პრეზენტაციამდე პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან ერთად, კოლეჯის ინფრასტრუქტურა, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, ღვინის სახლი და სახელოსნოები დაათვალიერა. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ ტრადიციული ქართული გარემოს შენარჩუნებით, არაერთი ინფრასტრუქტურული და პროგრამული ცვლილებები განხორციელდა: შენობა ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის, გადაიარაღდა და აღიჭურვა აუდიტორიები და სახელონოები, დაიხვეწა და განახლდა სასწავლო პროგრამები, წარმატებით მიმდინარეობს მოდულური სწავლება.

იხილეთ ფოტოები:


იხილეთ ვიდეოები: