კ ო ლ ე ჯ ი / ა ი ს ი

მისია, ხედვა, ღირებულებები

  • 5-05-2022, 08:57
  • ნანახია : 2 682 - ჯერ




მისია :

 უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დანერგვისა და სტუდენტების/ მსმენელების ინტერესების პრიორიტეტიზაციის გზით, შრომის ბაზრის დაკვეთის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, ტურიზმის, მომსახურების, ხელოვნების, ბიზნეს - ადმინისტრირების, ინფორმაციის და კომუნიკაციების ტექნოლოგიების  და ჯანდაცვის  სფეროში მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე სპეციალისტების მომზადება, რომლებიც კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებებით, ახალი იდეებითა და პროფესიული უნარ-ჩვევებით შეძლებენ თვითრეალიზაციას მიუხედავად სქესისა, ასაკისა, საცხოვრებელი ადგილისა,    შემოქმედებითად მიუდგებიან ქვეყნის ეკონომიკურ თუ გლობალურ გამოწვევებს და ხელს შეუწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს.
ხედვა :
2027 წლისთვის კოლეჯი ,,აისი“ საქართველოსა და რეგიონში იქნება ლიდერი პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ინოვაციური მიდგომებით, გლობალიზაციის გათვალისწინებითა და ტრადიციების შენარჩუნებით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს და შეძლებს კახეთის რეგიონის მასშტაბით სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, ტურიზმის, მომსახურების, ხელოვნების, ბიზნეს - ადმინისტრირების, ინფორმაციის და კომუნიკაციების ტექნოლოგიების  და ჯანდაცვის სფეროებში შრომის ბაზრის მოთხოვნების  70%-ით დაკმაყოფილებას. 
ღირებულებები :

  •    მუდმივი სწრაფვა განვითარებისა და სრულყოფილებისაკენ
  •   შრომის ბაზარზე ორიენტირება
  •    მაღალ პროფესიონალიზმზე და ხარისხზე ორინტირება
  •     თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა
  •     სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობა
  •    სოციალური პასუხისმგებლობა
  •     ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება
  •   თანასწორობა, სამართლიანობა, გამჭირვალობა
  •     მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემო
  •     პროფესიული განათლების უწყვეტობის პრინციპის ხელშეწყობა


პოსტის გაზიარება