კოლეჯი „აისი“
კ ო ლ ე ჯ ი / ა ი ს ი

კოლეჯი „აისი“

  • 7-07-2022, 15:23
  • ნანახია : 3 021 - ჯერ



კოლეჯი „აისი“ კახეთის რეგიონში ლიდერი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაა. კოლეჯის ისტორია 1980 წლიდან იწყება. მას შემდეგ    საზოგადოება იგებს, სწავლობს, იღებს  ამ კოლეჯიდან ინოვაციურ განათლებას.  კოლეჯი ,,აისი“, მისი სასწავლო პროცესი, კურსდამთავრებულები,  ინტელექტუალური პოტენციალი, პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობები, ჩვენი ისტორია - არის ერთგვარი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც  მუდმივად ახლის ძიებაშია, მუდმივად ვითარდება და მუდმივად იმარჯვებს. კოლეჯი ,,აისი“ არის პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული ორგანიზაცია.  სასწავლო პროცესი  მიმართულია არა მხოლოდ სტუდენტის ინფორმაციითა და ცოდნით აღჭურვისკენ, არამედ ამ ცოდნის გამოყენებისა და განვრცობის, მის საფუძველზე ახლის მოძიებისკენ. ამიტომ აქ ცოდნის მიღების პარალელურად, სტუდენტებს და მსმენელებს  ვეხმარებით ძლიერი პიროვნული მახასიათებლების განვითარებაში, მათ საზოგადოებასა და სოციალურ გარემოში ინტეგრაციაში, საკუთარი უნარებისა და სოციალური როლის გააზრებაში.    დაარსების დღიდან  კოლეჯში პროფესიული განათლება 50 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. კოლეჯი „აისი“ მოიცავს კახეთის თითქმის მთელ რეგიონს და ძირითადად ოთხ მუნიციპალიტეტშია განთავსებული: გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
კოლეჯ „აისს“ აქვს უნივერსალური დიზაინის სასწავლო  გარემო, რომელიც ადაპტირებულია ნებისმიერი საჭიროების მქონე (სსსმ/შშმ) პირისთვის. კოლეჯი უნიკალურია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საწარმოებით, ლაბორატორიებით, სახელოსნოებით და სხვადასხვა ტიპის მეურნეობებით. კოლეჯი  წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. კოლეჯ „აისის“ კაჭრეთის ბაზაზე ფუნქციონირებს 300 სტუდენტზე გათვლილი კეთილმოწყობილი  სტუდენტთა პანსიონი, სადაც ყველა სტუდენტს შეუძლია იცხოვროს სახელმწიფოს დაფინანსებით.
 კოლეჯ „აისში“ სწავლა ხორციელდება  სახელმწიფოს სრული დაფინანსებით.
  კოლეჯ „აისის“ მიზანია, მაღალი პროფესიული სტანდარტების დანერგვა და  შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. კოლეჯის გუნდი მუდმივად ისწრაფვის განვითარებისა და სრულყოფილებისაკენ.


პოსტის გაზიარება