კ ო ლ ე ჯ ი / ა ი ს ი

ღვინის სახლი

  • 18-08-2020, 11:17
  • ნანახია : 1 400 - ჯერ

2011 წლის დასაწყისში კოლეჯ „აისში“ გაიხსნა  ღვინის სახლი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური
დანადგარებით. პირველსართულზე დამონტაჟებულია ღვინის ჩამოსასხმელი აპარატურა, ხოლო
მეორე სართული განკუთვნილია ღვინის დეგუსტაციისათვის.
ღვინის სახლის დანიშნულებაა კოლეჯში მეღვინეობისა და მევენახეობა-მეღვინეობის
სპეციალობის სტუდენტების მომზადება. ღვინის სახლი ასევე ემსახურება გაეროს
განვითარების პროგრამით ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების ცენტრში
გაწევრიანებულ ფერმერებს ღვინო-მასალის ჩამოსხმაში, სასაქონლო სახის მიცემაში.
ასევე დაინტერესებული პირები იღებენ უფასო კონსულტაციას იმის
შესახებ, თუ სად შეიძლება მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეალიზება.

პოსტის გაზიარება