კ ო ლ ე ჯ ი / ა ი ს ი

ალვანის ფილიალი

  • 11-11-2022, 09:55
  • ნანახია : 3 444 - ჯერ

2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით კოლეჯ „აისის“ ალვანის ფილიალის სასწავლო კორპუსს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, რომელიც გათვლილია 100 სტუდენტზე. ამჟამად იგი არის თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებული,
ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უნივერსალური
დიზაინის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება,
ადაპტირებული სპეციალური შეზღუდული შესაძლებლობების
და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
სტუდენტებისთვისმეორე სართულზე განთავსებულია სასტუმრო.

 სასწავლო მეცადინეობები ტარდება წინასწარ შედგენილი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად სასწავლო გეგმის და სილაბუსის მიხედვით.  ალვანის ფილიალი ამზადებს კადრს ისეთ პროფესიებში, რომელიც  რეგიონისთვის აქტუალური და მისაღებია ესენია : 

1.    თმისა და სილამაზის მომსახურება -  III დონე, ხანგრძლივობა 10,5 თვე
              Hair and Beauty Services - level III  – Duration - 10,5 months
2.    მხატვრული ქსოვილები - III დონე, ხანგრძლივობა 13, 5 თვე
Artistic knitting - level III  – Duration – 13, 5 months
3.    თექის დამზადება - III დონე, ხანგრძლივობა 13,5 თვე
              Felt Preparation -  level III – Duration 13, 5 months
4.    მომინანქრება - III დონე, ხანგრძლივობა 11 თვე
Enamelling – level III, Duration 11 months
5.    კერამიკული ნაკეთობის დამზადება - III დონე, ხანგრძლივობა 14 თვე
Making ceramic ware -  level III, Duration 14 months


საწავლო პროცესის პარალელურად მაღალ დონეზე ტარდება სასწავლო პრაქტიკა, როგორც ადგილზე  ადგილობრივ სახელოსნოში, ასევე შპს  საწარმო „თუშეთი- მატყლში“, რომელთანაც გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, როგორც საწარმოო პრაქტიკის გავლასთან, ასევე დასაქმებასთან დაკავშირებით.

თვითოეული პროფესია  მიესადაგება თუშეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის მოთხოვნებს და პერსპექტიულია. აღნიშნული პროფესიების სწავლება   ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ქართული ეკონომიკის გაძლიერებას და რაც მთავარია  მოხდება  ძველი ქართული ხელოვნების ტრადიციების აღდგენა, შენარჩუნება და განვითარება.


მისამართი: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ალვანი.

საკონტაქტო პირი: ნუგზარ ძამუკაშვილი (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი)
მობ: 599 198 192

პოსტის გაზიარება