მიღება მოკლევადიან პროგრამაზე
კ ო ლ ე ჯ ი / ა ი ს ი

მიღება მოკლევადიან პროგრამაზე

  • 26-04-2023, 08:51
  • ნანახია : 246 - ჯერ

სსიპ კოლეჯი ,,აისი“ აცხადებს რეგისტრაციას ,,ხელით ელექტრორკალური შედუღება“ პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამაზე.
➢ განხორციელების ადგილი:  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. სამრეკლო
➢ პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ,  მინიმუმ საბაზო განათლების მქონე სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით.
➢ პროგრამის ხანგრძლივობა: 10 კვირა
➢ პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
➢ თუ გსურთ სწავლა აღნიშნულ პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამებზე
              გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ვებ გვერდზე  www.vet.emis.ge    
              რეგისტრაცია დასრულდება 3 მაისს
➢ აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე
➢ სწავლა დაიწყება 2023 წლის 16 მაისს
➢ სწავლა  დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ
             ტელეფონის ნომრებზე:
          577 28 69 53;   568 62 34 74

პოსტის გაზიარება