კოლეჯის „აისი“ ვეტერინარიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა,
ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სტუდენტებმა კოლეჯის ბაზაზე არსებულ მეცხოველეობის ფერმაში
მოზარდი საქონელი პარაზიტების მიმართ დაამუშავეს.
ვეტერინარების საერთაშორისო დღე მსოფლიო ვეტერინარიის
ასოციაციისა (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ
2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლოს აღინიშნება.