კოლეჯ „აისის“ სიმბოლიკა
კ ო ლ ე ჯ ი / ა ი ს ი

კოლეჯ „აისის“ სიმბოლიკა

  • 15-08-2020, 14:29
  • ნანახია : 533 - ჯერ

ფერები: ყვითელი და ლურჯი

სლოგანი: „აქ შენი მომავალია!“

ლოგო:

აისი მზის ამოსვლას ნიშნავს. კოლეჯ „აისის“ ლოგოს სიმბოლიკაც სწორედ ამ ნიშნით არის შერჩეული. კოლეჯის ლოგო ლურჯ და ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი.

ყვითელი ფერი ასოცირდება მზესთან და უკავშირდება გონებას, ინტელექტისა და აზროვნების განვითარებას.

ლურჯი ფერი ასოცირდება უსასრულობასა და მარადიულობასთან. არის რწმენის და სიმტკიცის სიმბოლო.  ლურჯი ყველაზე მშვიდი და სტაბილური ფერია.

კოლეჯ „აისის“ ლოგო ნახევარწრის ფორმის მზეა ოქროსფერი სხივებით, რომელიც ლურჯი ფერის ორ უსასრულო ჰორიზონტალურ ხაზს კამარად აკრავს.  მზის სხივებს აქვს ბორბალის ფორმა, რაც თავის მხრივ ინდუსტრიის სიმბოლოა და მუდმივ მოძრაობას განასახიერებს. პროფესიული განათლების როლი კი ინდუსტრიის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია.

კოლეჯ „აისის“ ქართულ და ინგლისურენოვან წარწერებს შორის ცენტრალურ ადგილზე განთავსებული პატარა ლურჯი წერტილი ერთიანობას და ნებისყოფის საშუალებით პიროვნების სასიცოცხლო ენერგიის მიღებას აღნიშნავს.

ჩვენი პრიორიტეტია მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ.

კოლეჯ „აისის“ სლოგანი: „აქ შენი მომავალია!“

პოსტის გაზიარება