ყურადღება!
რეიტინგულ სიაში მოხვედრილმა აპლიკანტებმა, რომლებმაც მოიპოვეს კოლეჯ „აისში“ ჩარიცხვის უფლება, 12 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, კოლეჯში „აისი“ აუცილებლად უნდა წარმოადგინონ ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტები:
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი, დიპლომი) ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
4. პირადი (ან კანონიერი წარმომადგენელის) განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე.
P.S. თუ პირი არასრულწლოვანია, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
1. დაბადების მოწმობის ასლი;
2. მშობლის ან კანონიერი წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. საჭიროების შემთხვევაში, მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა)
აღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: (0)5353200423