კოლეჯში „აისი“ ეკა ფხალაძის რომანის „ცა ახლოა“ წარდგენა გაიმართა
კ ო ლ ე ჯ ი / ა ი ს ი

კოლეჯში „აისი“ ეკა ფხალაძის რომანის „ცა ახლოა“ წარდგენა გაიმართა

  • 18-04-2024, 09:23
  • ნანახია : 33 - ჯერ

კოლეჯში „აისი“ ეკა ფხალაძის რომანის „ცა ახლოა“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა 
მწერალი ნინო სადღობელაშვილი, 
რომელმაც მსმენელებს  საკუთარი შეფასება გაუზიარა და 
ავტორთან ერთად, რომანიდან ნაწყვეტები წაიკითხა. 
 
ილუსტრირებულ წიგნში ასახულია საქართველოს უახლოესი წარსულის სოციალურ-პოლიტიკური ვითარება. სხვადასხვა თაობის ადამიანების მიერ დანახული რეჟიმი, 
საშინაო და საგარეო პრობლემები. 1990-2000-იანი წლების განმავლობაში განვითარებული 
ისტორიული მოვლენები რომანში მხატვრულად დამუშავებულია 
და ამბავს მეტად მგრძნობიარედ გადმოსცემს.
 
წიგნის წარდგენას კოლეჯის სტუდენტები და თანამშრომელები ესწრებოდნენ. 
შეხვედრის დასასრულს, ავტორმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

პოსტის გაზიარება