კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




რეგიონების რესურსცენტრების დირექტორების ვიზიტი კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში


       2010 წლის 12 მარტს კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრს სტუმრად ეწვივნენ კახეთის რეგიონის რვა რაიონის (საგარეჯო, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, ყვარელი, ახმეტა, ლაგოდეხი) რესურსცენტრების დირექტორები, რომლებმაც დაათვალიერეს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზა, დაესწრნენ სასწავლო პროცესის მსვლელობას და გაეცნენ სტუდენტების პრაქტიკულ საქმიანობას.
       მათ აღტაცება ვერ დაფარეს ცენტრში დამყარებულ წესრიგსა და სასწავლო პროცესების მიმდინარეობაზე. გამოთქვეს სურვილი, რომ რეკომენდაციებს გაუწევენ რეგიონის საშუალო სკოლების დირექტორებს, რათა უზრუნველყონ სკოლის მოსწავლეთა ორგანიზებული ექსკურსიები კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში, რაც დაეხმარება მათ საჭირო პროფესიულ ორიენტაციაში.

<< უკან