კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




ალვანის განყოფილება

2007 წელს  სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისს“ შემოუერთდა  ქვემო ალავნის განყოფილება, რომელიც დაარსდა 1980 წელს. მანამდე იგი შედიოდა ახმეტის რაიონის სოფელ მატნის პროფესიული სასწავლებლის შემადგენლობაში.  1995 წლიდან 12 წლის განმავლობაში იყო უფუნქციოდ, ხოლო 2007 წელს საქართველოში შემუშავებული პროფესიული განათლების რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელების შემდეგ, ქვემო ალავნის პროფესიული სასწავლებელი შედის სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისს“ შემადგენლობაში მის ერთ-ერთ განყოფილებად.
 


2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ქვემო ალავნის განყოფილების სასწავლო კორპუსს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, რომელიც გათვლილია 100 სტუდენტზე. ამჟამად იგი არის თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უნივერსალური დიზაინის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ადაპტირებული სპეციალური შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. მეორე სართულზე განთავსებულია სასტუმრო.



სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება  გამოცდების ეროვნულ ცენტრის მიერ   ტესტირების საფუძველზე. სასწავლო მეცადინეობები ტარდება წინასწარ შედგენილი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად სასწავლო გეგმის და სილაბუსის მიხედვით.  ალვანის განყოფილება ამზადებს კადრს ისეთ პროფესიებში, რომელიც  რეგიონისთვის აქტუალური და მისაღებია.



საწავლო პროცესის პარალელურად მაღალ დონეზე ტარდება სასწავლო პრაქტიკა, როგორც ადგილზე  ადგილობრივ სახელოსნოში, ასევე შპს  საწარმო „თუშეთი- მატყლში“, რომელთანაც გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, როგორც საწარმოო პრაქტიკის გავლასთან, ასევე დასაქმებასთან დაკავშირებით.



2016 წელს  ალვანის განყოფილებაში გათვალისწინებულია პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია ოთხ პროგრამაზე: 
1.    თექის ხელოსნი
2.    დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი
3.    ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი
4.    სამთო ტურიზმის გიდი  



თვითოეული პროფესია  მიესადაგება თუშეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის მოთხოვნებს და პერსპექტიულია. აღნიშნული პროფესიების სწავლება   ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ქართული ეკონომიკის გაძლიერებას და რაც მთავარია  მოხდება  ძველი ქართული ხელოვნების ტრადიციების აღდგენა, შენარჩუნება და განვითარება.