კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი


ვიდეო გალერეა




ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის
უფროსის ლალი ებანოიძის ვიზიტი

       2010 წლის 15 ივლისს კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრს სტუმრად ეწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლალი ებანოიძე. ქალბატონმა ლალიმ დაათვალიერა სასწავლო კორპუსი, ცენტრის ტერიტორიაზე გაშენებული ვენახი და აგროტურიზმის ცენტრი. 
       მოინახულა საერთო საცხოვრებელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, კმაყოფილი დარჩა მიმდინარე პროცესებით და აღნიშნა, რომ რემონტის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ ესტუმრება კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრს და სასწავლო პროცესების მიმდინარეობასაც დაესწრება.

<< უკან