პროგრამები
- მთავარი
- პროგრამები
ვეტერინარია
მიზანი: საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური ვეტერინარი ტექნიკოსის მომზადება, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში, შეძლებს ცხოველთა მკურნალობას, მათ დაავადებებსა და დაზიანებებზე რეაგირებას, რჩევების მიცემას, ოპერაციის შემდგომ ცხოველთა მდგომარეობის მონიტორინგს, ამბულატორიულ მკურნალობას, ცხოველთა ხელოვნურად განაყოფიერების მიზნით ტექნიკური დავალებების შესრულებას. ვეტერინარისთვის ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემების დიაგნოსტირებისას რადიოგრაფების, ნიმუშებისა და სხვა ლაბორატორიული ტესტების შეგროვებაში დახმარებას, ვეტერინარი ქირურგის ასისტირებას, დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ პროცესებში მონაწილეობას და სხვ.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: ვეტერინარიაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ვეტერინარულ კლინიკაში, ფერმერულ მეურნეობაში, ვეტერინარულ აფთიაქში, ზოოპარკში, ზოომაღაზიაში, ცხოველთა თავშესაფარში, ვეტერინარულ ლაბორატორიაში, საკონსულტაციო ცენტრებში, ვივარიუმში, ცხოველთა სასაკლაოზე, ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში, ვეტერინარული პრეპარატების, ხელოვნური დათესვლის საწარმოებში, ცხოველური ნედლეულის გადამამუშავებელ საწარმოებში. ასევე შესაძლოა იყოს თვითდასაქმებული.
სწავლის ხანგრძლივობა: 22 თვე