ღვინის ლაბორატორია
- მთავარი
- ღვინის ლაბორატორია
ღვინის ლაბორატორია

2013 წლის 6 მარტს, კოლეჯში გაიხსნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის ლაბორატორია, რომელიც დაარსდა კოლეჯის „აისი“ ინიციატივით და GIZ-ის „კერძო სექტორის განვითარება საქართველოში“ პროგრამის (GIZ PSDP Geo) მხარდაჭერით.
კოლეჯის მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიის სტუდენტებს აქვთ მათი თეორიული ცოდნის ლაბორატიულად გამოყენების შესაძლებლობა. კოლეჯის ღვინის ლაბორატორიაში შექმნილია საუკეთესო გამოცდილება - როგორ შეიძლება იყოს მიღწეული პროფესიული განათლების უკეთესი შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან კერძო სექტორის ჩართულობით.
კოლეჯის ღვინის ლაბორატორია ადგილობრივ ფერმერებს სთავაზობს ღვინის ხარისხის შეფასებას 19 პარამეტრის მიხედვით, რაც ადგილობრივ ბაზარზე ხელს უწყობს მათი ნაწარმის რეალიზაციას.