ფილიალები
- მთავარი
- ფილიალები
ფილიალები
დედოფლისწყაროს ფილიალი
(მისამართი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი სამრეკლო)
2015 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, კოლეჯის „აისი“ დედოფლისწყაროს ფილიალის სასწავლო კორპუსს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, რომელიც გათვლილია 200 სტუდენტზე. ამჟამად იგი არის თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
დედოფლისწყაროს ფილიალი ამზადებს კადრს ისეთ პროფესიებში, რომელიც რეგიონისთვის აქტუალური და მისაღებია. ესენია: ელექტროობა; შედუღება; ქვის სამუშაოების წარმოება; თექის დამზადება; თმისა და სილამაზის მომსახურება; ბუღალტრული აღრიცხვა.
ლაგოდეხის ფილიალი
(მისამართი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი შრომა)
კოლეჯის „აისი“ ლაგოდეხის ფილიალის სასწავლო კორპუსს, 2017 წლის გაზაფხულზე ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. იგი ამჟამად თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
ლაგოდეხის ფილიალში სწავლება მიმდინარეობს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: სატყეო საქმე; მებაღეობა; მეფუტკრეობა; იატაკისა და ფილის სამუშაოები; თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი; ბუღალტრული აღრიცხვა.
ახმეტის ფილიალი
(მისამართი: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ალვანი)
2015 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, კოლეჯის „აისი“ ახმეტის ფილიალის სასწავლო კორპუსს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, რომელიც გათვლილია 100 სტუდენტზე. ამჟამად იგი არის თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უნივერსალური დიზაინის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ადაპტირებული სპეციალური შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. მეორე სართულზე განთავსებულია სასტუმრო.
სასწავლო მეცადინეობები ტარდება წინასწარ შედგენილი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად, სასწავლო გეგმისა და სილაბუსის მიხედვით.
ახმეტის ფილიალი ამზადებს კადრს ისეთ პროფესიებში, რომელიც რეგიონისთვის აქტუალური და მისაღებია. ესენია: თექის დამზადება; მხატვრული ქსოვილები; მომინანქრება; კერამიკული ნაკეთობების დამზადება; საექთნო განათლება; თმისა და სილამაზის მომსახურება.
საწავლო პროცესის პარალელურად, მაღალ დონეზე ტარდება სასწავლო პრაქტიკა, როგორც ადგილობრივ სახელოსნოში, ასევე შპს საწარმო „თუშეთი - მატყლში“, რომელთანაც გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, როგორც საწარმოო პრაქტიკის გავლასთან, ასევე დასაქმებასთან დაკავშირებით.
თითოეული პროფესია მიესადაგება თუშეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის მოთხოვნებს და პერსპექტიულია. აღნიშნული პროფესიების სწავლება ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ქართული ეკონომიკის გაძლიერებას და რაც მთავარია, ხდება ძველი ქართული ხელოვნების ტრადიციების აღდგენა, შენარჩუნება და განვითარება.