საფუტკრე მეურნეობა
- მთავარი
- საფუტკრე მეურნეობა
საფუტკრე მეურნეობა

2016 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქრურის განვითარების სააგენტოს დახმარებით, სსიპ კოლეჯში „აისი“ მეფუტკრეობის სპეციალობის უკეთ შესწავლის მიზნით, აშენდა ფუტკრის სახლი.
კოლეჯის ბაზაზე ასევე არსებობს საფუტკრე მეურნეობა, რომელიც აღჭურვილია საჭირო ხელსაწყო-იარაღებით: ციბრუტი, სანთლის სახდელი, ასტამი, საბოლებელი, პირბადეები, ხელოვნური ფიჭის ჩასაკვრელი, სადედე გალია, სანაყრე გალია, რომელშიც შედის დაახლოებით 60 ძირი სკა. აქვე არის მცირე საამქრო, სადაც ხდება სკებისა და ჩარჩოების დამზადება.
ფუტკრის სახლი და საფუტკრე მეურნეობა წარმოადგენს კოლეჯის მეფუტკრის სპეციალობის სტუდენტებისთვის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის ძირითად ობიექტს.