ხის მხატვრული დამუშავება
მიზანი: ხის მხატვრული დამუშავების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს ხის მხატვრული დამუშავების კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რომელმაც იცის ხის მხატვრული დამუშავებისთვის საჭირო დანადგარების, ხელსაწყოებისა და მასალის შერჩევა, ესკიზისა და ნახაზის შესრულება, კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების გამოყენებით ხის ავეჯის კონსტრუირება, ესკიზის მიხედვით ხის მხატვრული კვეთა, ხის ავეჯისა და დეკორატიული ნივთების დამზადება უსაფრთხოების წესების დაცვით, ხის დაზიანებული ავეჯის შეკეთება.
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: ხის მხატვრულ დამუშავებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს ავეჯის კონსტრუქტორად, ეკლესიების, სკოლების, რესტორნების ავეჯის მწარმოებლად, სპეციალური ავეჯის (დახლების, ვიტრინების, თაროების და მისთ) მწარმოებლად, საოფისე ავეჯის მწარმოებლად, ხის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების მწარმოებლად, ხის სტატუეტების და ორნამენტების, ხის ინკრუსტაციების, ხის ფერადი მოზაიკის მწარმოებლად, ხის ყუთების, საიუველირო ნაკეთობების, სასადილო საკუთნოების და მსგავსი ნაკეთობების მწარმოებლად.
დასაქმება შესაძლებელია ავეჯის დამამზადებელ საწარმოში, ხის დამამუშავებელ საწარმოში, ხის წნული ნივთების დამამზადებელ სახელოსნოშ. ასევე, პირმა შექმნას კერძო წარმოება და აწარმოოს საკუთარი ბიზნესი.
სწავლის ხანგრძლივობა: 15,5 თვე