პროგრამები
- მთავარი
- პროგრამები
საექთნო განათლება
მიზანი: პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ზოგად მოვლაზე პასუხისმგებელი ექთნის მომზადება.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: საექთნო საქმეში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას.
სწავლის ხანგრძლივობა: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა კოოპერაციული მიდგომით, როდესაც პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების 50%-ზე მეტის შესაბამისი სწავლის შედეგები მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში - 3 წელი.