პროგრამები
- მთავარი
- პროგრამები
მხატვრული ქსოვილები
მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება შემდეგი მიმართულებით: მხატვრული ქსოვა.
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: მხატვრული ქსოვის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნართის მღებავად, ხალიჩის მქსოველად, ფარდაგის მქსოველად, გობელენის მქსოველად, ტრიკოტაჟული ნაწარმის მქსოველად. პირს შეუძლია დასაქმდეს როგორც მსხვილ, საშუალო, ისე მცირე საწარმოში, სამხატვრო სალონებში დარგის სპეციალისტად. ასევე შეუძლია დააფუძნოს სახელოსნო-სტუდია და იმუშაოს კერძო შეკვეთებზე.