პროგრამები
- მთავარი
- პროგრამები
მებაღეობა
მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მებაღეობის სფეროსთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრები.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
საბაზო ზოგადი განათლება - საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების შემთხვევაში.
დასაქამების სფერო და შესაძლებლობები: მებაღეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროებია - ბოტანიკური ბაღი, ქალაქის გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამსახური, პარკები, სკვერები, დეკორატიული მცენარეების სანერგე მეურნეობები, დახურული გრუნტისა და სასათბურე მეურნეობა, სამშენებლო კომპანია.
დასაქმების პოზიციები: ლანდშაფტის მებაღე; ბაღის მომვლელი; გაზონის მთიბავი; სანერგეს მეურნეობის დამხმარე.
სწავლის ხანგრძლივობა:
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 15 თვე;
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები - 3 წელი.
