პროგრამები
- მთავარი
- პროგრამები
თმისა და სილამაზის მომსახურება
მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, თმისა და სილამაზის სფერო უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრით, კერძოდ, თმის სტილისტით.
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: თმისა და სილამაზის მომსახურებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია შესაბამისი კონცენტრაციის საფუძველზე დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე: თმის ოსტატი, პარიკმახერი, თმის სტილისტი, ასევე შეიძლება იყოს თვითდასაქმებული.