აქ შენი მომავალია!

მევენახეობა-მეღვინეობა

მიზანი: პროგრამის მიზანია, მოამზადოს მაღალკვალიფიციური მევენახე-მეღვინე, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. კურსდამთავრებული შეძლებს სანერგეში, ვენახში, მარანში/მეღვინეობის ქარხანაში მუშაობას - ვენახის გაშენებასა და მოვლას, ყურძნის მოსავლის აღებასა და გადამუშავებას, ღვინის მოვლის ტექნოლოგიურ პროცესებში მონაწილეობას - შესაბამისი ტექნოლოგიური რუქებისა და პროცესების მიხედვით, აგროტექნოლოგიური ნორმების დაცვით. სამწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, მევენახე-მეღვინე აღჭურვილი იქნება პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული ცოდნითა და უნარებით, გაეცნობა სფეროს ღირებულებებსა და ეთიკურ ნორმებს.

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: მევენახეობა-მეღვინეობაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს საშუალო დონის მენეჯერად მევენახეობის მეურნეობაში, ღვინის საწარმოებში, მარანში, ფერმერულ მეურნეობაში, საკონსულტაციო/საინფორმაციო ცენტრებში, კომპანიებში კონსულტანტად, ასევე შეუძლია მართოს საკუთარი საოჯახო კომპანია,იმუშაოს საშუალო დონის მენეჯმენტის დონეზე ნებისმიერ სახელწიფო და კერძო კომპანიაში, რომლის საქმიანობა მევენახეობასა და მეღვინეობას შეეხება.

სწავლის ხანგრძლივობა: 

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 16 თვე;

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დუალური მიდგომით, როდესაც პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების 50%-ზე მეტის შესაბამისი სწავლის შედეგები მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში  - 3 წელი. 

მევენახეობა-მეღვინეობა

პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამები