Professions
- Home
- Professions
სატყეო საქმე
მიზანი: პროგრამის მიზანია, მომზადდეს კვალიფიციური სატყეო საქმის სპეციალისტი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი უნარ-ჩვევებით და უსაფრთხოდ განახორციელებს ტყეში სატყეო სამეურნეო ღონისძიებებს, მათ შორის: ხე-ტყის დამზადებას, ტყის აღდგენის ღონისძიებებს (თესლის შეგროვება, თესვა, დარგვა, სანერგის მოწყობა და სხვა). განახორციელებს ხე-ტყის დახარისხებას, უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვასა და მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
საბაზო ზოგადი განათლება - საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების შემთხვევაში.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: სატყეო საქმეში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს მენახშირედ, ტყის მჭრელად, ხე-ტყის დამამზადებლად, მეტყევედ, ხის მჭრელად, ხე-ტყის კრეისერად, ტყის მუშად სახელმწიფო სტრუქტურაში, ასევე, წვრილ, საშუალო და მსხვილ ბიზნეს ორგანიზაციაში (ლიცენზიის მფლობელები).
სწავლის ხანგრძლივობა:
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 9 თვე;
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები - 3 წელი.