Here is Your Future!

ქვის სამუშაოების წარმოება

მიზანი: საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მშენებლობის სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება.

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: სამშენებლო კონსტრუქციების მოწყობაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან (მონოლითური, ანაკრები და ქვის კონსტრუქციები; გადახურვები) ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: მონოლითური კონსტრუქციების (საძირკველი, როსტვერკი, კედელი, სვეტი, გადახურვის ფილა და ა.შ.) მომწყობი; ანაკრები კონსტრუქციების (საძირკველი, სვეტი, ფილა, რიგელი, კოჭი და ა.შ.) მემონტაჟე; ქვის (ხელოვნური, ბუნებრივი) კონსტრუქციების მომწყობი; სამუშაო რგოლის უფროსი; ბრიგადის უფროსი; რბილი რულონური გადახურვების მომწყობი; პროფილირებული და ფურცლოვანი თუნუქის სახურავის მომწყობი; მეტალოპლასტმასის, ხისა და ალუმინის კარ-ფანჯრების დამამზადებელი-მემონტაჟე.

ქვის სამუშაოების წარმოება