Here is Your Future!

თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი

მიზანი: საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მშენებლობის სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება კედლის დაფარვის სამუშაოების კვალიფიკაციის მიმართულებით.

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: კედლის დაფარვის სამუშაოებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: საბათქაშე სამუშაოების შემსრულებელი; თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების (კედელი, ჭერი და სხვ.) მომწყობი; სამღებრო სამუშაოების შემსრულებელი; სამუშაო რგოლის უფროსი; ბრიგადის უფროსი.

სწავლის ხანგრძლივობა: 11 თვე

თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი