2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების სია და ვადები!
🙌რეიტინგულ სიაში მოხვედრილმა აპლიკანტებმა, რომლებმაც მოიპოვეს კოლეჯში „აისი“ ჩარიცხვის უფლება 10 ოქტომბრამდე კოლეჯში „აისი“ აუცილებლად უნდა წარმოადგინონ ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი, დიპლომი) ასლი;
ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
პირადი (ან კანონიერი წარმომადგენელის) განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე;
აპლიკანტის არასრულწლოვნების შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მაგ: დაბადების მოწმობა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა და ა.შ.);
აღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.