სსიპ კოლეჯი ,,აისი“ აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამებზე
კ ო ლ ე ჯ ი / ა ი ს ი

სსიპ კოლეჯი ,,აისი“ აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამებზე

  • 10-05-2022, 09:10
  • ნანახია : 640 - ჯერ

სსიპ კოლეჯი ,,აისი“  აცხადებს  მიღებას პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამებზე:

  •    ,,ტყის აღდგენა-გაშენება“ (სწავლის ხანგრძლივობა 8 კვირა)
  •     ,,ყურძნის გადამუშავება და ვინიფიკაცია“ (სწავლის ხანგრძლივობა 8 კვირა) 
  •  ,,ღვინის მოვლა, ტექნოლოგიური დამუშავება და ჩამოსხმა“ (სწავლის ხანგრძლივობა 9 კვირა)   განხორციელების ადგილი:  გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთი  პროფესიული მომზადების პროგრამებზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ,
               მინიმუმ  საბაზო განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი  მოკლე დროში
               მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით.
  პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
  •    თუ გსურთ სწავლა აღნიშნულ პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამებზე
               გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ვებ გვერდზე  www.vet.emis.ge
            რეგისტრაცია დასრულდება 15 მაისს
            აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე
            სწავლა დაიწყება 2021 წლის 23 მაისს
            სწავლა სრულად დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში
              დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ
              ტელეფონის ნომრებზე:
           577 28 69 53;   568 62 34 74