ღია კარის დღე
კ ო ლ ე ჯ ი / ა ი ს ი

ღია კარის დღე

  • 14-07-2023, 09:09
  • ნანახია : 220 - ჯერ

🤩 კოლეჯში,,აისი“,  მიმდინარე წლის 13 ივლისს ჩატარდა  ღია კარის დღე ,რომელსაც ესწრებოდნენე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარი კვინიკაძე, პროფესიული უნარების სააგენტოს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მენეჯერი პეტრე წულიკიძე, საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი სულხან სამხარაძე და სხვა ოფიციალური პირები. 
⭐️ასევე ღონისძების ფარგლებში დუალური , ინტეგრირებული და მომზადება გადამზადების  პროგრამის კურსდამთავრებულებს საზეიმოდ გადაეცათ დიპლომები და სერთიფიკატები .
 📌კოლეჯი ,,აისი“ერთ-ერთი კოლეჯია, რომელსაც წელს პირველად, ინტეგრირებული პროგრამის კურსდამთავრებულები ჰყავს.
🤩ღონისძიების ფარგლებში სტუმრები გაეცნენ სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს რომელზეც კოლეჯში შეუძლიათ ისწავლონ . 
 📍შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის „აისი” საგამოფენო სივრცეში განლაგებული პროფესიების სტენდები და სტუდენტების მიერ პრაქტიკული მეცადინეობის დროს შესრულებული ნამუშევრები.
 📌შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია
 🔗რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ პორტალს:
 https://vet.emis.ge/#/

პოსტის გაზიარება