ინტელექტუალური კონკურსის - „ავიმაღლოთ ინტელექტის“ შესარჩევი ტური დედოფლისწყაროს ფილიალში
კ ო ლ ე ჯ ი / ა ი ს ი

ინტელექტუალური კონკურსის - „ავიმაღლოთ ინტელექტის“ შესარჩევი ტური დედოფლისწყაროს ფილიალში

  • 17-02-2023, 08:23
  • ნანახია : 241 - ჯერ

🎓კოლეჯ „აისში“ დიდი ყურადღება ექცევა სტუდენტების ინტელექტუალურ  და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ექსტრაკულიკულური აქტივობების ფარგლებში კოლეჯ „აისის“ დედოფლისწყაროს ფილიალში ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსის - „ავიმაღლოთ ინტელექტის“ პირველი, შესარჩევი ტური.
16 თებერვალს ჩატარდა შესარჩევ ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კოლეჯ „აისის“ დედოფლისწყაროს ფილიალის სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა. გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული:
🥇 პირველ ადგილი წილად ხვდა ბუღალტრული აღიცხვის სპეციალობის სტუდენტს ანა იაკობიშვილს. 
🥈 მეორე ადგილზე გავიდა თმისა და სილამაზის მომსახურების სპეციალობის სტუდენტი ნატალი სმოევი. 
🥉 მესამე ადგილი გაინაწილეს ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობის სტუდენტმა ზაზა შანყულაშვილმა და თექის დამზადების სპეციალობის სტუდენტმა სოფიო ბიბილურმა.
💡გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ სიგელები.
მას შემდეგ, რაც შესარჩევი ტურები განხორციელდება კაჭრეთში, ლაგოდეხის და ალვანის ფილიალებში, გამარჯვებული კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ ტურში, რომელიც ჩატარდება აპრილის დასაწყისში. გამარჯვებულებს გადაეცემათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

პოსტის გაზიარება