ქართული და უცხოური კერძების მომზადება
მიზანი: პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია, მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს საქონლის, ხბოს ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების, მათ შორის წვნიანი კერძების მომზადებას, ღორის ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების მომზადებას, ფრინველის ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების, მათ შორის წვნიანი კერძების მომზადებას, ბოსტნეულისა და ბაღჩეულისაგან წვნიანი კერძების მომზადებას, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული (ძირითადი კერძების) წვნიანი კერძების, სალათების, გარნირების მომზადებას, სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმის - ბურგერების, ცხელი სენდვიჩების, ვრაპსებისა და ბურიტოების მომზადებას, გრილის დანადგარების შერჩევას და სხვადასხვა კვების პროდუქტის მომზადებას გრილზე (ფრინველის და საქონლის ხორცი, ზღვის პროდუქტი, ბოსტნეული და ხილი).
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
კურსდამთავრებულს შეუძლია: საქონლის, ხბოს ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების, მათ შორის წვნიანი კერძების მომზადება; ღორის ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების მომზადება ; ფრინველის ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების, მათ შორის წვნიანი კერძების მომზადება; ბოსტნეულისა და ბაღჩეულისაგან წვნიანი კერძების მომზადება; სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული (ძირითადი კერძების) წვნიანი კერძების, სალათების, გარნირების მომზადება; სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმის - ბურგერების, ცხელი სენდვიჩების, ვრაპსებისა და ბურიტოების მომზადება; გრილის დანადგარების შერჩევა და სხვადასხვა კვების პროდუქტების მომზადება გრილზე (ფრინველის და საქონლის ხორცი, ზღვის პროდუქტი, ბოსტნეული და ხილი).