ელექტრული მონტაჟი საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში
მიზანი: პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია, მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს სამუშაო გარემოში საფრთხეების აღწერას, რისკების შეფასებასა და შემთხვევით და საგანგებო სიტუაციებში მოქმედებას, მუდმივი დენის წრედის პარამეტრების გაზომვას, ცვლადი დენის პარამეტრების გამოთვლას, საინჟინრო კომპონენტების ხაზვას და სტანდარტების მიხედვით შექმნილი საინჟინრო ნახაზების აღწერას, საინჟინრო ნახაზების შექმნას, გამტარების, იზოლატორების, მაგნიტური მასალებისა და ელექტრული ტექნოლოგიების გამოყენების აღწერას, ელექტრული წრედის დიაგრამის მიხედვით მასალების შერჩევას, ელექტრული წრედების დაცვის მეთოდების და პროცედურების გამოყენებას და განათებისა და ძალის წრედების მონტაჟს და შემოწმებას საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში.
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
კურსდამთავრებულს შეუძლია: სამუშაო გარემოში საფრთხეების აღწერა, რისკების შეფასება და შემთხვევით და საგანგებო სიტუაციებში მოქმედება; მუდმივი დენის წრედის პარამეტრების გაზომვა; ცვლადი დენის პარამეტრების გამოთვლა; საინჟინრო კომპონენტების ხაზვა და სტანდარტების მიხედვით შექმნილი საინჟინრო ნახაზების აღწერა; საინჟინრო ნახაზების შექმნა; გამტარების, იზოლატორების, მაგნიტური მასალებისა და ელექტრული ტექნოლოგიების გამოყენების აღწერა; ელექტრული წრედის დიაგრამის მიხედვით მასალების შერჩევა; ელექტრული წრედების დაცვის მეთოდებისა და პროცედურების გამოყენება; განათების და ძალის წრედების მონტაჟი და შემოწმება საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში.