მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე, დაკიდების სისტემისა და საჭით მართვის მექანიზმების სერვისი
მიზანი: პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია, მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს სამუხრუჭე, დაკიდების და საჭით მართვის სისტემების დიაგნოსტირებას, დიაგნოსტირების შედეგად გამოვლენილი უწესივრობების აღმოფხვრას, სამუხრუჭე, დაკიდების და საჭით მართვის სისტემების დიაგნოსტირების დროს გამოვლენილი უწესივრობების აღმოფხვრის შემდგომ დიაგნოსტიკას.
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
კურსდამთავრებულს შეუძლია: სამუხრუჭე სისტემის დიაგნოსტირება; სამუხრუჭე სისტემის დიაგნოსტირების შედეგად გამოვლენილი უწესივრობის აღმოფხვრა და შემდგომი დიაგნოსტიკა; დაკიდების სისტემის დიაგნოსტირება; დაკიდების სისტემის დიაგნოსტირების შედეგად გამოვლენილი უწესივრობების აღმოფხვრა და შემდგომი დიაგნოსტიკა; საჭით მართვის სისტემების დიაგნოსტირება; საჭით მართვის სისტემის დიაგნოსტირების შედეგად გამოვლენილი უწესივრობების აღმოფხვრა და შემდგომი დიაგნოსტიკა.