ხელით ელექტრორკალური შედუღება
მიზანი: პროგრამის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრი, რომელიც შეძლებს ელექტრორკალური შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებათა დახასიათებას; სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის წაკითხვას; სამუშაო ადგილის ორგანიზებას, შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შერჩევასა და მომზადებას; უსაფრთხოების წესების დაცვით შესადუღებელი დეტალების ხელით რკალური შედუღებას სხვადასხვა სივრცულ მდებარეობაში (ქვედა, ჰორიზონტალური, ვერტიკალური, ჭერისული); შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლსა და დეფექტების გამოსწორებას; ასევე შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაციის შედგენას.
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
კურსდამთავრებულს შეუძლია: ელექტრორკალური შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებათა დახასიათება; სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის გაცნობა; სამუშაო ადგილის ორგანიზება, აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შერჩევა და მომზადება; შესადუღებელი დეტალებისა და კვანძების მომზადება და მომჭიდებზე აყვანა; შესადუღებელი დეტალების ხელით რკალური შედუღება სხვადასხვა სივრცულ მდებარეობაში; შენადუღი ნაკერის დამუშავება, ხარისხის კონტროლი და დეფექტების გამოსწორება; შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაციის შედგენა; შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.