Here is Your Future!

თმის შეჭრა, შეღებვა და ვარცხნილობების გაკეთება

მიზანი: პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს საპარიკმახერო სფეროში დამოუკიდებლად თავის დაბანას, თმის შეჭრას, წვერ-ულვაშისა და ბაკენბარდების მოდელირებას, შეჭრილი თმისათვის საბოლოო ფორმის მიცემას, პალიტრის წაკითხვას, საღებავების კლასიფიცირებას და შესაღებად საჭირო პროდუქციის შერჩევას, სხვადასხვა საშუალებისა და ხერხების გამოყენებით თმის შეღებვას, თმის ფერის შეცვლას გაღიავების გარეშე, თმის გაღიავებას, მელირებასა და ვარცხნილობების გაკეთებას.

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

კურსდამთავრებულს შეუძლია: თავის დაბანა; თმის შეჭრა, წვერ-ულვაშისა და ბაკენბარდების მოდელირება; შეჭრილი თმისათვის საბოლოო ფორმის მიცემა; პალიტრის წაკითხვა, საღებავების კლასიფიცირება და შესაღებად საჭირო პროდუქციის შერჩევა; სხვადასხვა საშუალებებისა და ხერხების გამოყენებით თმის შეღებვა; თმის ფერის შეცვლა გაღიავების გარეშე; თმის გაღიავება; მელირება; ვარცხნილობების შესრულება სხვადასხვა ფორმითა და სტილით.       

თმის შეჭრა, შეღებვა და ვარცხნილობების გაკეთება