News
- Home
- News
სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კოლეჯში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
16 April, 2025
Views: 40
სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კოლეჯში „აისი“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ წარმომადგენლებმა, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებთან მიმდინარე ვაკანსიების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დაიგეგმა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის გეგმები. სტუდენტებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ადგილზე გაეცნონ მუშაობის სპეციფიკას. სტუდენტებმა სასტუმროს წარმომადგენლებისგან მიიღეს დაპირება, რომ დაიგეგმება ინფოტური სასტუმროში „ყვარლის ტბა“.