აქ შენი მომავალია!

სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვის შესახებ კოლეჯ „აისში“ ტრენინგი გაიმართა

სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვის შესახებ კოლეჯ „აისში“ ტრენინგი გაიმართა

„სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა“, - ამ თემაზე კოლეჯში „აისი“ ორდღიანი ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ტრენერი, ქეთევან ჯანელიძე უძღვებოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის „აისი“ პროფესიული განათლების მასწავლებლები.

ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების ძირითად პრინციპებზე, გააანალიზეს საკუთარი პედაგოგიური გამოცდილება, შეადარეს სწავლების განსხვავებული მიდგომები და პრაქტიკული აქტივობების საშუალებით იმუშავეს სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და გაუმჯობესებაზე.

შეხვედრები წარიმართა აქტიური ჩართულობის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გარემოში. განსაკუთრებით საინტერესო იყო პრაქტიკული დავალებები და ჯგუფური განხილვები, რომლებმაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, მიღებული ცოდნა საკუთარ პროფესიულ საქმიანობასთან დაეკავშირებინათ.

ტრენინგი დასრულდა მონაწილეთა მიერ სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის საკუთარი მოდელების შემუშავებითა და პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე მსჯელობით.

ტრენინგი განხორციელდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში.