ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ კოლეჯში „აისი“ ტრენინგი გაიმართა
ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების, AI-ს შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ, კოლეჯის „აისი“ თანამშრომელებისთვის ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს უძღვებოდნენ დარგის სპეციალისტები, განათლების ექსპერტი, ნინო ელბაქიძე და ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ტრენერი, ხათუნა ციხელაშვილი.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს მასწავლებლის ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება; AI-ს შესაძლებლობები, რომელიც აუმჯობესებენ სწავლის პროცესს: სასწავლო მასალების ავტომატური გენერიზაცია, შეფასების პროცესის გამარტივება და მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების უკეთ დანახვა.
ტრენინგზე ასევე საუბარი შეეხო ისეთ გამოწვევებს, რომლებიც AI-ს ინტეგრაციას ახლავს: ეთიკის საკითხები, მონაცემთა კონფიდენციალობა და მასწავლებლის როლის შენარჩუნება ტექნოლოგიების ეპოქაში.