აქ შენი მომავალია!

სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კოლეჯში „აისი“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კოლეჯში „აისი“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

 

სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კოლეჯში „აისი“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც პროფესიული სასწავლებლის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის, თამარ გეთიაშვილის ჩართულობით განხორციელდა.

სასტუმრო „ამპელოს“ მენეჯერმა, ჯუნა ჯაგაშვილმა, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს კომპანიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე ვაკანსიების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სასტუმრო „ამპელოს“ წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა. შემდეგ კი, მსურველებთან ინდივიდუალური გასაუბრება გაიმართა.