შეფ-მზარეულმა გიორგი სილაკაძემ კოლეჯში სუშის მომზადების მასტერკლასი ჩაატარა
კოლეჯში „აისი“, აზიური სამზარეულოს შეფ-მზარეულმა, გიორგი სილაკაძემ სუშის მომზადების მასტერკლასი ჩაატარა.
შეფ-მზარეულმა, რომელსაც 15 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს, კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - „კულინარიის ხელოვნების“ სტუდენტებს და პროფესიული მომზადების პროგრამის - „ქართული და უცხოური კერძების მომზადების“ მსმენელებს სუშის ინგრედიენტების შერჩევა, დამუშავება და მომზადება ასწავლა.
მასტერკლასის მოწყობის მიზანია, სტუდენტებმა და მსმენელებმა შეიძინონ ახალი უნარები და ცოდნა. ამაღლდეს მათი მოტივაცია.
გიორგი სილაკაძე, პრესტიჟული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს „Swissotel Tbilisi“-ს აზიური სამზარეულოს შეფ-მზარეულია.
მასტერკლასი მოეწყო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მოხალისის, იუკო ოტას ინიციატივით. იუკო ოტა, ორი წელია კაჭრეთში, კოლეჯში „აისი“ მოხალისედ მუშაობს.