სიახლეები
- მთავარი
- სიახლეები
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალს სტუმრობდნენ
18 ნოემბერი, 2026
ნახვები: 34

კოლეჯის „აისი“ ლაგოდეხის ფილიალში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კახეთის რეგიონული სერვის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
კოლეჯის სტუმრებმა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული სტუდენტებისთვის ჩაატარეს და სააგენტოს სერვისების შესახებ ისაუბრეს. დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სააგენტოს პროგრამები და სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების პორტალი - worknet.moh.gov.ge


