კომპეტენციაზე დაფუძნებული შეფასების პრინციპების გააზრების შესახებ კოლეჯ „აისში“ ტრენინგი ჩატარდა

კოლეჯის „აისი“ კაჭრეთის ბაზაზე, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და ახმეტის ფილიალებში გაიმართა ტრენინგი - „კომპეტენციაზე დაფუძნებული შეფასება“.
ტრენინგს, რომელსაც კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლები ესწრებოდნენ, პროფესიული განვითარების ტრენერ-კონსულტანტი დავით პაპაშვილი უძღვებოდა.
ტრენინგის მიზანია, კომპეტენციაზე დაფუძნებული შეფასების პრინციპების გააზრება და პრაქტიკაში გამოიყენება, შეფასების კრიტერიუმებისა და შეფასების ინსტრუმენტების შექმნა/დახვეწა.
ტრენინგი განხორციელდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში.

