აქ შენი მომავალია!

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ კოლეჯ „აისში“ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ კოლეჯ „აისში“ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კახეთის რეგიონული სერვის ცენტრის წარმომადგენლებმა, კოლეჯის „აისი“ ქვემო ალვანის ფილიალში, პროფესიულ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

შეხვედრა ეხებოდა სააგენტოს სერვისების, პროგრამების გაცნობასა და სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების პორტალზე worknet.moh.gov.ge ზე რეგისტრაციას.