აქ შენი მომავალია!

კოლეჯ „აისში“ პროფესიული განათლების შიდა კონფერენცია გაიმართა

კოლეჯ „აისში“ პროფესიული განათლების შიდა კონფერენცია გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და სწავლების თანამედროვე ტენდენციების განხილვის მიზნით, კოლეჯში „აისი“ შიდა კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციის მონაწილეებს თავდაპირველად კოლეჯის დირექტორი, მალხაზ ასლამაზაშვილი მიესალმა. შეხვედრა საინტერესო და აქტუალური თემებით წარიმართა. კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა დამსწრე საზოგადოებას შემდეგი მოხსენებები წარუდგინეს:

  • მაია ქიტიაშვილი - „კომპეტენციების განვითარება პროფესიული სასწავლებლის სტუდენტში - ცოდნიდან მოქმედებამდე“;
  • თეონა კარდენახიშვილი - „ხელოვნური ინტელექტი, როგორც მასწავლებელის ციფრული ასისტენტი“;
  • ქეთევან ბარბაქაძე და ლადო ბეროშვილი - „ცოდნიდან პრაქტიკამდე, მასწავლებლის როლი პროფესიულ განათლებაში“.

 

კონფერენციამ ნაყოფიერ გარემოში ჩაიარა. მონაწილეებმა იმსჯელეს სწავლების ხარისხის ამაღლების ინოვაციურ მეთოდებზე, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და საგანმანათლებლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების როლზე.

კოლეჯის პროფესიულ მასწავლებელთა მიერ ჩატარებული კონფერენცია მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.