კოლეჯში „აისი“ კულინარიული კონკურსი გაიმართა
კოლეჯში „აისი“ კულინარიული კონკურსი გაიმართა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი შესაძლებლობები ცნობილ ქართველ და უცხოელ შეფებთან წარმოედგინათ და მათი შეფასებები მოესმინათ.
გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული გუნდი. გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ, თუმცა ყველაზე დიდი ჯილდო ყველა მონაწილისთვის დაუვიწყარი გამოცდილება, მოტივაცია და ახალი ინსპირაცია იყო. კულინარიული კონკურსის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
კონკურსი საქართველოს შეფთა ასოციაციის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებას უამრავი სტუმარი ჰყავდა. კონკურსს ესწრებოდნენ ცნობილი კულინარიული ექსპერტები; ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები; კოლეჯის „მერმისი“ კულინარიის ხელოვნების სტუდენტები.
კოლეჯის „აისი“ და საქართველოს შეფთა ასოციაციის თანამშრომლობა გრძელდება. სტუდენტებს წინ უფრო მეტი შესაძლებლობები და აღმოჩენები ელით.