აქ შენი მომავალია!

კოლეჯის პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების ჩართულობით სიმულაციური თამაშები მოეწყო

კოლეჯის პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების ჩართულობით სიმულაციური თამაშები მოეწყო

კოლეჯის „აისი“ პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების ჩართულობით, გურჯაანის „ტექნოპარკში“ სიმულაციური თამაშები მოეწყო.

ღონისძიება კოლეჯის „განთიადი“ მიერ წარდგენილი და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამეწარმეო კომპეტენციების განვითარება ბიზნეს სიმულაციების გამოყენებით სწავლების პროცესში“ ფარგლებში გაიმართა.

როლური თამაში სრულად მოიცავს საწარმოო პროცესების ჯაჭვს იდეის გააზრებიდან - შემოსავლის გენერირებამდე და შესაძლებლობას იძლევა რამდენიმე საკვანძო კომპეტენციის განვითარებას, მათ შორის: წიგნიერების; მულტილინგვისტურობის; მოქალაქეობის; სამეწარმეო, ციფრული და სხვ.

სიმულაციურ თამაშებს უძღვებოდნენ: პროექტის კოორდინატორი ნათია ჟოჟუაშვილი; პროექტის კონსულტანტები: ნანა ქვრივიშვილი და პაატა ცაგარეიშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესიული უნარების სააგენტოს არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისების დანერგვის სპეციალისტები: ნანა ჭანტურია და ანა ელბაქიძე.

დასასრულს, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომელთაც საჩუქრად წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადაეცათ. პროექტის ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი.