კოლეჯში ჩასარიცხად მიმდინარეობს საბუთების მიღება

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, კოლეჯში „აისი“ ჩარიცხული აპლიკანტების საყურადღებოდ!
კოლეჯში ჩასარიცხად მიმდინარეობს საბუთების მიღება. დოკუმენტების მიღების საბოლოო ვადაა 27 ნოემბერი.
- კოლეჯში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
- პირადი (ან კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება;
- წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არასრულწლოვანმა აპლიკანტმა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
- დაბადების მოწმობის ასლი;
- მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
- საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).
გაითვალისწინეთ, დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასრულყოფილად წარდგენა გახდება აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი!
გთხოვთ, დროულად წარმოადგინოთ დოკუმენტები!
კოლეჯი „აისი“ გისურვებთ წარმატებას!

