სიახლეები
- მთავარი
- სიახლეები
სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ კოლეჯ „აისში“ ტრენინგი გაიმართა
02 ნოემბერი, 2026
ნახვები: 23

პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ფარგლებში, კოლეჯ „აისში“ გაიმართა ორდღიანი ტრენინგი - „სწავლების თანამედროვე მეთოდები: როგორ გამოვიწვიოთ პროფესიული სტუდენტების მოტივაცია“.
ტრენინგს, რომელსაც კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლები ესწრებოდნენ, პროფესიული განვითარების ტრენერ-კონსულტანტი მაკა მამფორია უძღვებოდა.
ტრენინგის მიზანია, პროფესიული განათლების მასწავლებელთა მხარდაჭერა სტუდენტთა მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორების გაანალიზებაში; თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპების პრაქტიკაში გამოყენება.

