ინკლუზიური განათლება
- მთავარი
- ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება
2013 წლიდან, კოლეჯში „აისი“ დაიწყო ინკლუზიური განათლების პროგრამა, ნორვეგიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განვითარებისა და გადამზადების სისტემაში“ ფარგლებში.
ყოველწლიურად, კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებზე ირიცხება 15-20 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. სხვადასხვა პროფესიებს ეუფლებიან ინტელექტუალური დარღვევის მქონე, სენსორული, მხედველობის, გადაადგილების პრობლემის მქონე და ქცევითი აშლილობის მქონე სტუდენტები.
კოლეჯის „აისი“ და მისი ფილიალების სასწავლო გარემო სრულად არის ადაპტირებული და მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების საჭიროებებზე.
კოლეჯი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარით (ელექტრო ეტლი, ტექსტის წამკითხველი, ხმის ჩამწერი აპარატურა და ა.შ.) რაც ხელს უწყობს სტუდენტების სასწავლო პროცესში სრულად ჩართვას.
- სსსმ/შშმ აპლიკანტებისთვის ინდივიდუალური ალტერნატიული ტესტირების დაგეგმვა-განხორციელება:
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აპლიკანტთა შეფასება, პროფესიული ინტერესებისა და წინაპროფესიული უნარ-ჩვევების დადგენა, ალტერნატიული გზების მოფიქრება, ტესტირების პროცესის დაგეგმვა.
- ინკლუზიური კულტურის დანერგვა:
სტუდენებისთვის კეთილგანწყობილი, სოციალური გარემოს უზრუნველყოფა, თანატოლებთან პოზიტიური დამოკიდებულების დანერგვა.
- სსსმ/შშმ სტუდენტთა უწყვეტი მხარდაჭერა:
სტუდენტთა დამოუკიდებელი ფუნქციონირების უნარების (მობილობა, კომუნიკაციის თვითმოვლის უნარები) შეფასება, გარემოს შექმნა უნივერსალური დიზაინის გათვალისწინებით და ადამიანური რესურსებით (პირადი ასისტენტი, გადაადგილების მხარდამჭერი, ჟესტური ენის თარჯიმანი) უზრუნველყოფა.
- სწავლის შედეგების მიღწევის ეფექტურობის გაზრდა:
პროფესიულ მასწავლებლებთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად სსსმ/შშმ სტუდენტების პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასება და სასწავლო პროცესის მორგება, საჭირო სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ტიპის ადაპტაციების (აკომოდაცია, მოდიფიცირება) გამოყენება, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შედგენა.