News
- Home
- News
„რობოტიკის კლუბმა“ მუშაობა დაიწყო
04 March, 2025
Views: 43
კოლეჯში „აისი“,პროექტის - „რობოტიკის კლუბი - ციფრული კომპეტენციების განსავითარებლად“ ფარგლებში, მუშაობა დაიწყო.
პროექტის მონაწილეებისთვის პირველი ლექცია ტრენერმა, მიშიკო ხვთისიაშვილმა ჩაატარა.
სასწავლო პროექტში მონაწილეობის შედეგად, მონაწილეებს განუვითარდებათ პროგრამირების, რობოტიკის, ელექტრონული კომპონენტებისა და ინჟინერიისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
პროექტი დაფინანსებულია პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ კომპონენტის ფარგლებში.